- მარცხენა მხარეს გაქვთ ორი ველი და ღილაკი, (პირველ ველში სახელი იწერება, მეორე ველში პოსტის შიგთავსი, “Tweet” ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა დაიპოსტოს ცენტრალურ სექციაში იმ სახით რომელსაც ხედავთ.
- ცენტრალურ სექციაში პოსტების ჩამონათვალი ჩანს, რომელსაც აქვს მხოლოდ 1 ქმედება “Delete”.
- მარჯვენა ნაწილში მხოლოდ პოსტების რაოდენობას ითვლის.
მთლიანად მზადაა სთორიჯში შესანახი 4 ფუნქცია რომელიც არაა კლასის(კომპონენტის ნაწილი) და გამოსაძახებლად „this.“ ოპერატორი არ დაგჭირდებათ
- saveToStorage(tweets) ეს ფუნქცია ინახავს თქვენს მიერ დაპოსტილ თვითებს (პარამეტრად გადაეცით ახალი პოსტის მონაცემები).
- loadFromStorage() ეს ფუნქცია აბრუნებს უკვე შენახულ თვითებს, რომელიც შეინახეთ saveToStorage ის გამოყენებით და უნდა გამოიძახოთ ჩატვირთვისთანავე (რადგან შენახული თვითები გამოჩნდეს.
- deleteFromStorage() ეს ფუნქცია წაშლის კონკრეტულ ინდექსის მქონდე თვითს სთორიჯის მხარეს.
- clearStorage() ეს ფუნქცია ასუფთავებს შენახულ მონაცემებს დაგჭირდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გენდომებათ შენახული მონაცემების გასუფთავება, (ეს მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა და არაა დავალების ნაწილი )
/docs/my-element.js-ში უკვე დაწერილია ყველა ფუნქციის გამოძახება. თქვენი დავალებაა, დაამთავროთ ეს 5 ფუნქცია.
- კონსტრუქტორი (constructor) : აღწეროთ საწყისი მნიშვნელობები, მაგალითად, this.postCount, და this.tweets - პირველი პოსტების რაოდენობის დასათველად გამოიყენება, მეორე სიაა პოსტების, რომელიც ობიექტის ტიპის ცვლადებს ინახავს და მაგალითი უკვე მოყვანილია რომელიც მხოლოდ საჩვენებლადაა და თქვენ უნდა წაშალოთ. აქვე უნდა გამოიყენოთ loadFromStorage ფუნქცია.
- nameInput ფუნქცია გამოიძახება მაშინ როცა ინფუთში ჩანაწერი იცვლება, აქვე არის const value რომელიც inputის მნიშნველობას უდრის
- postInput მუშაობს ზუსტად ისევე როგორც nameInput – const value არის „Post” შიგთავსი
- postTweet ფუნქცია გამოიძახება “Tweet” ღილაკზე დაჭერით, და ინახავს ამ თვითს სთორიჯში
- DeleteTweet გამოიძახება ავტომატურად Delete ის დაჭერის დროს და პარამეტრად მოდის იმ პოსტის ინდექსი არაიში რომელსაც დავაჭირეთ.